გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და ამოცანებს. დასაწყისში ვნახეთ ორი ვიდეორგოლი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვისურვედი რომ ჩემს სკოლაშიც დაინერგოს ასეთი ტექნოლოგიები სამომავლოდ, რათა უფრო საინტერესო და თვალსაჩინო გახდეს თანამედროვე სწავლება.
ასევე გავეცანი პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნას, პორტფოლიოს ჩეკლისტისა და პროექტის გეგმის შაბლონის შენახვას და გადატანას საკუთარ გვერდზე. შევქმენი საკუთარი ბლოგი, სადაც განთავსდება სხვადასხვა ინფორმაციები.
Комментариев нет:
Отправить комментарий