დღე მეშვიდე
მიმოვიხილეთ ის დავალებები, რომლებიც ჯგუფში გავიზიარეთ, მივიღეთ უკუკავშირი.მასწავლებლის მიზანია,რომ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს.ვიცი, რომ მოსწავლეები განსხვავდებიან ინტერესების,პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. რუბრიკების ბიბლიოთეკიდან გავეცანი გარდნერისა და ბლუმის შეფასების რუბრიკებს,ვისწავლე როგორ მოვახდინო მისი მორგება მოსწავლეებზე დავალებების განაწილების დროს. შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელშიც განვათავსეთ შვიდი საქაღალდე. შექმნილი დოკუმენტები გადავანაწილეთ შესაბამის საქაღალდეში. დღე იყო ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე. ♥ ♥ ♥
Комментариев нет:
Отправить комментарий