воскресенье, 17 мая 2015 г.

დღე მეცხრე
სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განსაზღვრე ჩემი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოავამზადე პრეზენტაცია ჩემი კოლეგებისთვის.
პორტფოლიოს ჩვენების მიზანი იყო  მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ შექმნილი ნამუშევრების გაზიარება. პორტფოლიოს ცალკეული კომპონენტების გაზიარება და შეფასების მიღება  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,ჩავინიშნე მითითებები.   გავეცანი თოთოეული კოლეგის მიერ შექმნილ პორტფოლიოს წყვილში და შემდეგ განვიხილეთ მთლიან ჯგუფთან.
 კურსი დასრულდა.ეს იყო ძალიან საინტერესო  და საჭირო ტრენინგი სასწავლო პროექტების ეფექტურად დაგეგმვაში,, რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. მადლობა გვანცა! 



суббота, 16 мая 2015 г.

დღე მერვე
გავეცანი, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
 საინტერესო იყო ლოგოების გადმოწერა და მიბმა ბლოგზე, ასევე ანიმაციური ფოტოების გადმოტანა საპრეზენტაციო მასალაში,  ფონის შეცვლის პროცესის შესწავლა.
ემდეგ შევქმნი დოკუმენტს, პრეზენტაციას, ბუკლეტს ან ვებრესურს ჩემი სასწავლო პროექტის საჭიროებების შესაბამისად.

вторник, 12 мая 2015 г.

დღე მეშვიდე
მიმოვიხილეთ ის დავალებები, რომლებიც ჯგუფში გავიზიარეთ, მივიღეთ უკუკავშირი.მასწავლებლის მიზანია,რომ მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს.ვიცი, რომ მოსწავლეები განსხვავდებიან ინტერესების,პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. რუბრიკების ბიბლიოთეკიდან გავეცანი გარდნერისა და ბლუმის შეფასების რუბრიკებს,ვისწავლე როგორ მოვახდინო მისი მორგება მოსწავლეებზე დავალებების განაწილების დროს. შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელშიც განვათავსეთ შვიდი საქაღალდე.  შექმნილი დოკუმენტები გადავანაწილეთ შესაბამის საქაღალდეში. დღე იყო ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე. ♥ ♥ ♥

воскресенье, 10 мая 2015 г.

დღე მეექვსე
 გავეცანი მოსწავლის პროექტის შეფასებას.  შექმნილი სასწავლო ნიმუშები შეავაფასე პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით , ვისწავლე 
როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. ასევე სურათის გადმოწერა, შენახვა და ჩასმა.  ვიდეო მასალის გამოქვეყნება, ხმის ან მუსიკის დადება სლაიდზე, დიზაინის შერჩევა.  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა  დამეხმარება მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.

суббота, 9 мая 2015 г.

დღე მეხუთე

განვიხილეთ  და მოვისმინეთ თითოეული ჩვენთაგანის პროექტის გეგმები. შევაფასეთ თითოეული პუნქტი, მივიღეთ უკუკავშირი , გავითვალისწინეთ რეკომენდაციები, შევცვალეთ ნიუანსები გეგმის სახადასხვა პუნქტში , რომელიც საჭიროებდა კორექტირებას. ტრენერმა ყურადღებით მოისმინა თითოეულის გეგმა, მოგვცა საჭირო რეკომენდაციები. გასაგებად, მკაფიოდ აგვიხსნა როგორ მოვახდინოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება,რათა გავაუმჯობესოთ პროექტის შინაარსი.  ♥ ♥ ♥


воскресенье, 3 мая 2015 г.

დღე მეოთხე
 გავეცანი  პროექტის შეფასების  პროცედურებს. რა მეთოდებსა და ინსტრუმენტებს გამოვიყენებ პროექტის თითოეული ეტაპისათვის: დაწყებამდე, განხორციელების პროცესში და დასრულების შემდეგ. შეფასების ფორმები უნდა აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს, გამოვიყენებ პროგრესის მონიტორიგისთვის, ნასწავლი მასალის და უნარ-ჩვევების შემოწმებისთვის.ასევე თანამშრომლობის წასახალისებლად და თემის მნიშვნელოვანი საკითხების შესაფასებლად.
 შევიმუშავე შეფასების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან და განსაზღვრავს მონიტორინგის ეტაპებს, მოსწავლეთა მუშაობის სწორ სტრატეგიებს. რაც დამეხმარება სწორი მიმართულების შენარჩუნებაში.

суббота, 2 мая 2015 г.

    დღე  მესამე

 ეს მოდული დამეხმარა კარგად გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევავსე პროექტის შაბლონი,  შევარჩიე ზოგადი, თემატური და საკვანძო კითხვები თემისთვის.გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები რომლის მიღწევაც მსურს და სტანდარტზე დაყრდნობით დავსახე სასწავლო მიზნები.სწორად დაგეგმილი სასწავლო პროექტი ხელს შეუწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

დღე მეორე

მ მოდულში გავეცანი თუ როგორ დავიწყოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.  პირველ რიგში, განვსაზღვრეთ სტანდარტით დადგენილი შედეგები რომელთა მიღწევაც გვურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვან ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შევადგენეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განსაზღვრეთ შეფასების ფორმები, შექმნით შეფასების რუბრიკებს, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გაზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.

суббота, 25 апреля 2015 г.

რეფლექსია

  გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და ამოცანებს. დასაწყისში ვნახეთ ორი ვიდეორგოლი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვისურვედი რომ ჩემს სკოლაშიც დაინერგოს ასეთი ტექნოლოგიები სამომავლოდ, რათა უფრო საინტერესო და თვალსაჩინო გახდეს თანამედროვე სწავლება.
  ასევე გავეცანი პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნას, პორტფოლიოს ჩეკლისტისა და პროექტის გეგმის შაბლონის შენახვას და გადატანას საკუთარ გვერდზე. შევქმენი საკუთარი ბლოგი, სადაც განთავსდება სხვადასხვა ინფორმაციები.